25 წლის ლევან ბერიძის ხსოვნას უძღვნის "შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ლეო-011ი რომელმაც ქართველი ემიგრანტები აატირა.... ზეიმი იყო თან რა ზეიმი
ხალხი ქუჩებში დასეირნობდა
მე კი სამარე მქონდა გათხრილი
და სამარისკენ მეჩქარებოდა.
მხოლოდ ამას გთხოვთ ჩემო და-ძმებო
ნუ ჩამოსხდებით საფლავის ქვაზე
კუბოს ფიცარი ჩატეხილია
მიწა მეყრება ხუჭუჭა თმაზე.---------------------------------------------------დედიკოს არ უხდება ჭაღარა
მამიკოს არ უხდება დარდი,
ნეტავ ისევ ვიყო პატარა
ნეტავ ისევ ვიყო ბავშვი.
დედიკო სანთლებს ანთებს ჩურჩულებს
მამიკო კიბეებზე ჩადის,
მე მინდა ისევ ვიყო პატარა
მე მინდა ისევ ვიყო ბავშვი . რომ ისევ ზარი რეკავს, ზუზუნებს
არაგვიც ხმაურით დადის
მე მინდა ისევ ვიყო პატარა
მე მინდა ისევ ვიყო ბავშვი
დედიკოს არ უხდება ჭაღარა
მამიკოს არ უხდება დარდი
მე გულში ხომ ვიქნები პატარა
თვალებში შემინახე ბავშვი