Свернуть поиск
“-მობრძანდით.
-კარი სულ ღიაა, არაფერი მაქვს დასამალი.
-მიხურეთ რა თუ შეიძლება, ორპირია და გაცივდებიან გრძნობები.
განა არ გინახავთ რა უაზრობა და საშინელებაა მათი გაციება?!
-ცოტა არეულობაა.... მაპატიეთ.
-ფრთხილად რა, მანდ სადღაც იმედები უნდა ეგდოს ფეხი არ წამოკრათ.
-ხო ფანჯრებიდან არც ისე კარგი ხედია, რას ვიზავთ...
მაინც ხომ იცით მომავალია მთავარი, წარსულს აღარ ვჩივი.
- არა, არა ეგ არ დალიოთ, იმედგაცრუება მყავდა სტუმრად და მისი დარჩენილი ყავაა, საშინლად მწარეა, რავიცი მე არ გირჩევდით.
-ეს სათამაშო ბავშვობას დარჩა, მოძველებულია თუმცა ძვირფასი, თავისებურად.
-გემრიელ ორცხობილებზე რას იტყვით? სიყვარულს ყოველთვის ვანებივრებ ტკბილეულობებით, ასე რომ სახლში სულ მაქვს.
ჭიქა წითელი ღვინოც მან დატოვა ახლახანს.
- არეულობაა, იცით გუშინ მე და სიგიჟემ პოპკორნით ვიჩხუბეთ და მილაგება ვერ მოვასწარი, მერე სიზარმაცემ ნერვები მომიშალა და მილაგების თავი აღარ მქონდა.
-კარგით რაა, ეს სიმღერები ხომ მოწყენილობამ დამიტოვა, რატომ გაადააგდეთ.
თუმცა არაუშავს, თავს არ მომანატრებს და კიდევ მოვა.
-მაგ ოთახში მეგობრობას სძინავს, ძალიან გთხოვთ ნუ შეაწუხებთ, მთელი ღამე მისმენდა და ძალინ დაიღალა.
- სიმარტოვე დაინახეთ? ხო ხანდახან ვმეგიბრობთ ხოლმე მე და სიჩუმე მასთან, ისე არც ისე ცუდი ტიპია, თუმცა მაინც ვისთვის როგორ რა..
-რას ეძებთ?
-ხო მაგრამ ვერსად იპოვით თქვენს ფიქრებს და აზრებს, მე უკვე ნაკლებად მაინტერესევს რას იტყვის ხალხი.
-არა, არა ძალიან გთხოვთ მას არ შეეხოთ. ყველაფერი ნახეთ მის გარდა.
ბედნიერებებს გაგატანთ, ყველაფერს რასაც იტყვით, ოღონდ ეგ არა...
არაფერია ჩემთვის მოგონებების წითელ სკივრზე ძვირფასი..
-არ გახსნათ რაა, შეიძლება რომელიმე "დაჭერილი წამი" გაფრინდეს.
- რა? რას ამბობთ, ჩემს ცხოვრებას კიდევ არაუშვას?
რავიცი მე ძალიან მომწონს..
მეტს რას ელოდით ნეტავ.
-კარგად ბრძანდებოდეთ.
-ხომ გითხარით, კარს ღიას ნუ დატოვებთ, რა სითავხედეა ასეთი მკაცრი და უაზრო კონტროლი.
არადა ყოველთვის ნაკლებად მაინტერესებს ხოლმე თქვენი აზრი!.
არ მაინტერესებს-თქო ვამბობ, მაგრამ აი ხომ ხედავთ, გაგიღეთ კარი და თან ყველაფერთან ერთად როგორი პატივისცემით გაბოდიალეთ აქეთ-იქით, რა მინდოდა, ან ვინ მეხვეწებოდა.”
0 комментариев
14 классов
загрузка
Показать ещёДополнительная колонка
Правая колонка