ეს კრაკოვში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. როგორც მარია ზახაროვამ განმარტა, "იქ საზოგადოებრივ–პოლიტიკური ვითარება დეგრადირებას განაგრძობს".
    0 комментариев
    0 классов
    ირაკლი კობახიძე 11 ნოემბერს სიტყვით გამოვა საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში დაგეგმილ დისკუსიაზე და ევროპის არქიტექტურაში საქართველოს როლზე ისაუბრებს. 12 ნოემბერს პრემიერი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად დაესწრება EPC-ის მე-9 სამიტის გახსნით პლენარულ სესიას, ასევე მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის პანელურ დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა. კობახიძე ირლანდიაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ჟორჟოლიანი.
    0 комментариев
    0 классов
    აქციაზე შეკრებილები ევროკავშირისგან ითხოვენ, ყურადღება მიაქციონ სომხეთს და კერძოდ, დემოკრატიასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას. "ევროკავშირის წარმომადგენლების დუმილს უსამართლოდ მივიჩნევთ“, – განაცხადა დეპუტატმა ოპოზიციური ფრაქციიდან "ძლიერი სომხეთი“ არეგა ოვსეპიანმა. 🔹 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, "ძლიერი სომხეთის“ წევრი არსენ გევორქიანი გუშინ წინასწარი დაკავების იზოლატორში მოულოდნელად გარდაიცვალა. მიზეზად ინფარქტი დასახელდა. ის მხოლოდ 46 წლის იყო. გევორქიანი ოქტომბრის ბოლოს დააკავეს. ის სტეფანავანის მერად იყრიდა კენჭს.
    0 комментариев
    0 классов
    ანტალიაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და უზბეკეთის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები, პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას, უზბეკური ინვესტიციების მოზიდვას და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს შუა დერეფნის განვითარებასა და ცენტრალური აზიიდან საქართველოს პორტების გავლით ევროპისკენ სატვირთო გადაზიდვების შესაძლებლობებზე. მხარეებმა ასევე განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა. მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.
    0 комментариев
    0 классов
    "გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თურქ ხალხს იზმირში მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და არაერთი ადამიანი დაშავდა. ამ მძიმე წუთებში ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლებისკენაა მიმართული. ტრაგედიის შედეგად დაშავებულებს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", – დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ–მინისტრმა. 🔹 თურქეთის ქალაქ იზმირში, მეტალურგიულ ქარხანაში გუშინ აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 16 და დაშავდა 13 ადამიანი.
    0 комментариев
    0 классов
    მუსტაფა ქემალ ათათურქი – თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი 1938 წლის 10 ნოემბერს 9:05 საათზე გარდაიცვალა. იმ დროიდან მოყოლებული ზუსტად 9.05 საათზე თურქი ხალხი წუთიერი დუმილით პატივს მიაგებს მას როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაში.
    0 комментариев
    0 классов
    ქართველმა დიდოსტატმა რიგაში გამართულ ტურნირში გაიმარჯვა. ტურნირი შვეიცარიული სისტემით 8 ტურად გაიმართა. გიგამ 8 შესაძლებლობიდან 7 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა სწრაფ ჭადრაკში🥇❤
    0 комментариев
    0 классов
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩეხეთს შორის მრავალწლიან მეგობრულ კავშირებს. შეხვედრაზე, რომელიც შალვა პაპუაშვილისა და ქართული დელეგაციის ჩეხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, აღინიშნა, რომ ორი ქვეყანა წარმატებით თანამშრომლობს ვაჭრობის, ტურიზმის, თავდაცვის, განათლებისა და კულტურის მიმართულებებით. შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა შუა დერეფნის განვითარების მიზნით თანამშრომლობის მნიშვნელობას, რასაც ჩეხეთის ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მხარეებმა განიხილეს ევროკავშირსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ურთიერთობებში სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო გამჭვირვალობის მნიშვნელობას უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკური აქტივობების კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებში მოსაქცევად. ჩეხურმა მხარემ დაინტერესება გამოხატა საქართველოს გამოცდილების მიმართ გამჭვირვალობის კანონმდებლობის მიმართულებით.
    0 комментариев
    0 классов
    თურქეთში, იზმირის მეტალურგიულ ქარქანაში აფეთქება მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. 13 დაშავებულია და მათგან სამი – მძიმე მდგომარეობაშია. რვა ადამიანს ნანგრევებში ეძებენ. აფეთქებას ხანძარი მოჰყვა. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
    0 комментариев
    0 классов
    ერდოღანი და მისი მეუღლე ფიზულის საერთაშორისო აეროპორტში ილჰამ ალიევმა და მისმა მეუღლემ გააცილეს. 🔹 რეჯეფ თაიფ ერდოღანი გუშინ აზერბაიჯანს ეწვია, სადაც 8 ნოემბერს გამარჯვების დღე – მეორე ყარაბაღის ომში გამარჯვება აღინიშნება
    0 комментариев
    0 классов
Показать ещё