Свернуть поиск
ფონიჭალაში აფეთქებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა - ვინ არიან ტრაგედიის დროს დაღუპულები?
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების ადგილზე, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. ნანგრევებიდან ექვსი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს, მათ შორის, ორი არასრულწლოვანია.
ნინო ჭელიძე - ხუთი შვილის დედა. აფეთქების დროს, სახლში ორ მცირეწლოვანთან ერთად იმყოფებოდა.
7 წლის ნუცა ფხალაძე - ნინო ჭელიძის შვილი. გოგონა დედასთან ერთად დაიღუპა. მისი უმცროსი და, 3 წლის თაია, მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.
ვერიკო ვანიშვილი - აფეთქებას არასრულწლოვან შვილთან ერთად ემსხვერპლა. ტრაგედიის შესახებ მისმა ძმამ, დავით ვანიშვილმა დაწერა: "აღარ მყავს არც და და არც დისშვილი, არიანა... ჩემი პატარა პრინცესა აღარ არის..."
არიანა - ვერიკო ვანიშვილის არასრულწლოვანი შვილი.
54 წლის ლალი (ლამარა) შიშმანაშვილი - ახლობლების ინფორმაციით, ფილოლოგი და კერძო რეპეტიტორი იყო. პირველ სართულზე ცხოვრობდა. აფეთქების დროს, სახლში მისი ტყუპი გოგონებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც შენობიდან გამოსვლა შეძლეს. მეგობრის მონათხრობით, შვილებს დედის ხმა ესმოდათ, მაგრამ მისვლას ვერ ახერხებდნენ, რადგან საძინებლის კარი ნანგრევებით იყო ჩახერგილი.
კიდევ ერთი დაღუპული მამაკაცია, რომლის ვინაობაც, ჯერჯერობით, არ დასახელებულა.
🖤 ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს ამ უმძიმეს ტრაგედიას. 🥹🕯️💔💔🥀
9 комментариев
17 классов
ვისაც კონსტრუქციები და მშენებლობა გესმით--რამდენად დამეთანხმებით ჩემს ვარაუდებში:
-- ნასწავლი გვაქვს, რომ კორპუსების გარე პერიმეტრს კრავს მზიდი კედლები და კონსტრუქციულ დატვირთვას აგრეთვე ატარებს სადარბაზოს ვერტიკალი+ ლიფტის შახტა( ამ შემტხვევაში 5 სართულიანი პანელურია-შახტა არაა) ანუ მხოლოდ სადარბაზო.
დააკვირდით სად არის ანგრეული სახურავი---შუა შენობაში, ანუ სადარბაზოში. ეს რომ ყოფილიყო გაზის აფეთქება სამზარეულოში გამოიტანდა გარეთ ფასადს და ჩაშლიდა მიშენებას. სიღრმეში აბაზანაშიც კი რომ აფეთქებულიყო რამე --სადარბაზოსკენ მზიდ კედელს ვერ გაანგრევდა და გავიდოდა გარეთ აივნებისკენ. ანუ აფეთქების ტალღას ორგვლივ ქონდა მზიდი კედლების ბარიერი და სადაც ადვილი გასავალი ნახა ეს იყო ზემოთ და ვინაიდან სახლი პანელურია დომინოს პრინციპით ჩაანგრია ქვედა პანელი და ჩაშალა პირველ სართულამდე შენობა.
იმედია გამოძიება დაადგენს რა აფეთქდა სადარბაზოში., მითუმეტეს დილასვე განაცხადა გაზმა რომ მე5 სართულზე ბინა დაკეტილია და მოხმარება არ ხდებოდა.
2 комментария
7 классов
🔻"ასეთი მებრძოლები რომ მყავდეს - მთელ ევროპას ერთ კვირაში დავიპყრობდი!“
- იცით, ვისზე თქვა ეს სიტყვები ნაპოლეონმა,
არც მეტი და არც ნაკლები, ქართველ გენერალზე,
პეტრე ბაგრატიონზე❤️🔥
👑
• ვინ იყო პეტრე ბაგრატიონი?
ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის შთამომავალი, რომელმაც პატარა კახეთიდან გაიკვალა გზა და გახდა რუსეთის იმპერიის ყველაზე სწრაფი, უშიშარი და შეუჩერებელი გენერალი.
⚔️
• ნაპოლეონის ყველაზე საშიში სიზმარი - გენერალი პეტრე ყოველთვის იქ იყო, სადაც ბრძოლის ბედი წყდებოდა.
• ბოროდინოს ბრძოლაში საკუთარი ფლანგის პირველ ხაზზე თავად იდგა: „ჯერ მე შემაჩერეთ, მერე – ჯარი!“
• დაჭრილი მაინც არ მოშორდა ბრძოლის ხაზს - ჯარს არ ტოვებდა.
• მის გმირობას ფრანგებიც აღიარებდნენ: „ბაგრატიონი არ ჩერდება – ის ნამდვილი ლომია!“🦁
🩸
• სად დასრულდა მისი გზა?
1812-ში, ბოროდინოსთან მიღებული ჭრილობა ფატალური აღმოჩნდა…
მაგრამ ის ლეგენდად დარჩა.
დღესაც, ევროპულ სამხედრო აკადემიებში ბაგრატიონის მანევრები ისწავლება, როგორც სწრაფი შეტევის კლასიკა.
1 комментарий
13 классов
ის ადამიანები, რომლებიც დიეტაზე არიან და წონაში დაკლება სურთ, ხშირად თავს არიდებენ ხურმის ჭამას. ეს ხილი, რომელიც ახლა სეზონურია, უამრავი სასარგებლო თვისების მატარებელია და არაერთ ვიტამინს შეიცავს. ხურმისჭამას თავი ნამდვილად არ უნდა აარიდოთ, ვინაიდან მასში შემავალი ბოჭკოები ხელს უწყობს წონაში კლებას და ხელს უშლის შაქრისა და ცხიმის წარმოქმნას. აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.
ამას გარდა, ხურმა ბუნებრივი საშუალებაა უამრავი დაავადების პრევენციისთვის.
ის მშვენიერია დიაბეტიკებისთვის, ვინაიდან მას აქვს უნარი სისხლში გლუკოზის დონე დაარეგულიროს და შეამციროს ქოლესტერინის დონე. ის, ვისაც უყვარს და ხშირად მიირთმევს ამ პროდუქტს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებას უწყობს ხელს.
განსაკუთრებული თვისება, რომელიც ამ ხილს სხვებისგან გამოარჩევს არის ის, რომ იგი გიცავთ წყლის შეკავებისგან და შესაბამისად, მისით გამოწვეული შესიებისგან.
ხურმა შესანიშნავი შარდმდენი საშალებაა, რომელიც წამლებზე უკეთ შველის პრობლემას. ამგვარად, ჰიპერტონიკებს – მათ ვისაც მაღალი წნევა აწუხებთ, დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ ამ პრობლემისაგან. მასში შემავალი კალიუმისა და კალციუმის მაღალი შემცველობა თავიდან აგარიდებთ წყლის შეკავებას. დღეში ერთი ხურმა შარდმდენ წამლებზე უკეთ გაუმკლავდება თქვენს პრობლემას.
ხურმა აუმჯობესებს მხედველობას. თვალის ბადურის დაზიანებამხედველობის დაქვეითების ერთ-ერთი ყველაზეხშირი მიზეზია. ხურმაში შემავალი ვიტამინები კი ამაგრებენ ბადურას. მისი სეზონურად ხშირი მიღება დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ კატარაქტა.
ბუასილის დროს ხურმა დაგეხმარებათ დაზიანებულ ადგილას სისხლის შეგუბების შემცირებაში.
ის ძლიერი და ბუნებრივი საშუალება ანთების საწინააღმდეგოდ და ჭრილობიდან სისხლდენის შესაჩერებლად. მასში შემავალი ვიტამინი C აძლიერებს იმუნურ სისტემას, შესაბამისად, თავს დაიცავთ გაციებისგან, გრიპისგან, ინფექციებისადა ასთმისაგან.
კალიუმისა და ბუნებრივი შაქრის შემცველობით ხურმის წვენი ენერგიითა და ენთუზიაზმით აღგავსებთ და შეგიჩერებთ სლოკინს.
ანტიოქიდანტებითა და ვიტამინი A –თი მდიდარი ხურმა ებრძვის კიბოს უჯრედებს.
შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცოცხლად, ასევე ჩირის სახით. დააბლენდერეთდა მიირთვით მისი წვენი, გამოაცხვეთ ხურმის ღვეზელი. დაამზადეთ ჯემი – დაბლენდერებულ ხურმას დაუმატეთ შაქარი, ლიმონის წვენი და წამოადუღეთ.
1 комментарий
18 классов
🔻მერაბ დვალიშვილის მიმართ ნურმაგომედოვების ოჯახის ნებისმიერი შეურაცხმყოფელი ან პროვოკაციული საქციელი მიუღებელია, თუ ის სპორტული მეტოქეობის ფარგლებს სცდება.
💪მერაბმა თავისი ადგილი UFC-ის ელიტაში შრომით, გამძლეობითა და შედეგებით დაიმკვიდრა.
მასთან დაპირისპირება სრულიად ბუნებრივია, მაგრამ მეტოქის დამცირება, პიროვნული შეურაცხყოფა ან მიზანმიმართული პროვოკაცია სპორტულ ღირსებას არ შეესაბამება.
ამავე დროს, მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ხაბიბ ნურმაგომედოვის, უმარ ნურმაგომედოვისა და მათი გუნდის სხვა წევრების კონკრეტული მოქმედებები.
მთელი ოჯახის ერთნაირად შეფასება სამართლიანი არ იქნება.
ახლა კონკრეტულად გუშინდელ, 11 ნოემბრის შემთხვევაზე:
აბუ-დაბიში, სასტუმროს ფოიეში, მერაბი ინტერვიუს იძლეოდა, როდესაც მას უსმან ნურმაგომედოვი, რამდენიმე ადამიანთან ერთად, ზურგიდან მიუახლოვდა და გაარტყა.
ამას მოჰყვა ჯგუფური ჩხუბი, რომელშიც უმარ ნურმაგომედოვიც მონაწილეობდა.
🌘ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტის შეფასება მკვეთრად უარყოფითია.
ვიდეოში ნაჩვენები თავდასხმა, განსაკუთრებით რამდენიმე ადამიანის მონაწილეობით, ვერ გამართლდება წარსული კონფლიქტით.
სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ივლისში, საქართველოში, მერაბსა და ნურმაგომედოვების ახლობელს შორის, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ისლამ მახაჩევი სწორედ ამ შემთხვევით ცდილობს უსმანის მოქმედების ახსნას.
თუმცა ერთი ინციდენტი მეორეს არ ამართლებს.
🔸აქ მთავარი პრინციპია: ნამდვილი მებრძოლის ღირსება მხოლოდ ოქტაგონზე გამარჯვებით კი არა, მის გარეთ საკუთარი ძალის გაკონტროლებითაც განისაზღვრება.
და თქვენ რას ფიქრობთ - ეს წინასწარ დაგეგმილ თავდასხმას უფრო ჰგავდა თუ სპონტანურად გამწვავებულ დაპირისპირებას?
6 комментариев
16 классов
ლენინგრადი, 1987 წელი. დონალდ ტრამპი და მისი პირველი ცოლი, ჩეხი ივანა ზელნიჩკოვა.
ამერიკელი ბიზნესმენი მეუღლესთან ერთად სსრკ-ს ეწვია იმ იმედით, რომ უძრავი ქონების სფეროში გარიგებებს დადებდა, თუმცა საბჭოთა კანონმდებლობას გადააწყდა, რომელიც უცხოელებს ბიზნესსაწარმოში 49%-ზე მეტი წილის ფლობის უფლებას არ აძლევდა.
შესაბამისად, გარიგებები არ შედგა, ტრამპი კი საბჭოთა სისტემით იმედგაცრუებული დარჩა. თუმცა, მასზე დიდი შთაბეჭდილება ლენინგრადის არქიტექტურას მოუხდენია.
ეტყობა ეგონა, რომ სანკტ პეტერბურგის ევროპული ნაწილი, რუსებმა ააშენეს 🙂
პეტრე პირველმა ქალაქის ასაშენებლად და დასაგეგმარებლად საგანგებოდ ჩაიყვანა წამყვანი იტალიელი, ფრანგი და გერმანელი არქიტექტორები (დომენიკო ტრეზინი, ბარტოლომეო რასტრელი, ჟან-ბატისტ ლებლონი და სხვები).
მანჰეტენელი ბიზნესმენი ერმიტაჟის ოქროებით ისე მოიხიბლა, რომ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაც ოქროებში-ბაროკო-როკოკო-ცოტამოსულთნო დიზაინით გააწყო და ოვალურ კაბინეტშიც ყველგან ოქროები მიატყეპა 🙂
ოვალურ კაბინეტს რეკორდული რაოდენობის ოქროსფერი ელემენტები შესძინა-კედლებზე ოქროს აპლიკაციები, მოოქროვილი ქერუბიმები (ანგელოზების ფიგურები) პირდაპირ მარ-ა-ლაგოდან ჩამოატანინა, ბუხრის თავზე ჩუქურთმები მოაოქროვა და კარებს ზემოთ როკოკოს სტილის სარკეები დაამონტაჟა. კრიტიკოსებმა ამ ინტერიერს ხუმრობით „სადამ ჰუსეინის მიერ გახსნილი Cheesecake Factory-ის დიზაინიც“ კი უწოდეს.
რაც შეეხება ფლორიდის რეზიდენციას- მიუხედავად იმისა, Mar-a-Lago, თავდაპირველად 1920-იან წლებში მარჯორი პოსტმა ესპანურ-მავრიტანულ სტილში ააგო, ტრამპმა მისი გადაკეთებისას (განსაკუთრებით ახალი დიდი სამეჯლისო დარბაზის დამატებისას) უზარმაზარი რაოდენობის ოქრო, მოოქროვილი ჩუქურთმები და ლუი XIV-ის სტილის ევროპული სასახლეების ელემენტები გამოიყენა. ნიუ-იორკის „ტრამპ თაუერის“ პენტჰაუსიც ზუსტად ამ ვერსალისა და ერმიტაჟისეულ სტილშია გადაწყვეტილი.
#DonaldTrump #IvanaTrump #Leningrad #SanktPeterburg
3 комментария
4 класса
თენგიზ არჩვაძე--,,იცით, ახალგაზრდობაში რაზე ვოცნებობდი? — ერთი პატარა სახლი მქონოდა სადმე, ყოფილიყო ვაჟა-ფშაველას რომ ჰქონდა ისეთი — მიწის იატაკით, შუა ცეცხლით, რადგან უსაზღვროდ მიყვარს ქართული მიწა, ვაზი და თქვენ წარმოიდგინეთ, წისქვილიც კი.
...უსაზღვროდ მენატრება ჩემი ნატო ბებია. ერთხელ დედულეთიდან ცხენით ჩავედი მასთან, 16 წლის ვიქნებოდი. გამიწყო სუფრა, გამოაცხო ხაჭაპურები, დამიჯდა, მიყურებდა და გენაცვალოს ბებო, გენაცვალოს ბებოო, ჩურჩულებდა. ჭიქაში ღვინოს რომ მისხამდა, მაშინაც კი არ მაცილებდა თვალს. ახლაც კი ცუდად გავხდი, რომ გავიხსენე...
სითბო და სიყვარული არ იკარგება, რჩება.
ბავშვობიდან უნდა აგყვეს დედის, ბებიის, ბალახის, ყვავილის, ჩიტის გალობის სითბო.
...თავისუფალ დროს თუ გამოვნახავდი, მაშინვე მთაში გავწევდი. მოვლილი მაქვს თუშეთი, ხევსურეთი, რაჭის მთებში ხომ ბევრი მივლია.
თუშეთში ცეცხლს დავანთებდი, ნაბადში გავეხვეოდი დასაძინებლად, იმიტომ კი არა, რომ სახლში არ შემეძლო დაძინება, გარეთ ცას მივჩერებოდი, ვუყურებდი, როგორ მოგზაურობდა ცისკრის ვარსკვლავი და მეც მასთან ერთად ვსერავდი ცისკრის კაბადონს.
...ჯვარი, მამა-პაპის საფლავები, ენა... ყველაფერი ჩემშია. მე რომ წავალ ამქვეყნიდან, ისევ ჩემს სულში დარჩებიან მარადიულად. მოწიწებასა და სიყვარულს ხმაური არ უნდა და არც უხდება. ჩუმად, ჩემთვის, ჩემის ძალისა და სისხლით მიყვარს ყველაფერი, რასაც ქართული ჰქვია".თენგიზ არჩვაძე
🩷🩷🩷🩷
2 комментария
13 классов
ეს იყო მეზობელი, ის, ვინც მუდამ შაქარს სესხულობდა.
იმ დღეს, როდესაც გარდაიცვალა, კართან კონვერტი ვიპოვე მოკლე წარწერით:
„მადლობა, რომ მაგრძნობინეთ თავი საჭიროდ.“
მისი სახელი არასოდეს მცოდნია.
ხუთი წლის განმავლობაში ის უბრალოდ „მესამე სართულის ქალბატონი“ იყო,
თუმცა დაჟინებით მთხოვდა, მარტა დამეძახა.
ჩემს კარზე პირველად სამშაბათს, შუადღისას დააკაკუნა.
ახალი გადასული ვიყავი, ბინაში ყველგან მუყაოს ყუთები იდო.
– მაპატიეთ, ახალგაზრდავ,
– თქვა მან ჩუმი, ნაზი ხმით,
–ცოტა შაქარი ხომ არ გექნებათ?
გამითავდა, შვილიშვილისთვის ნამცხვარს ვაცხობ.
– რა თქმა უნდა, ერთი წუთით დამელოდეთ,
– ვუპასუხე.
ყუთები გადავქექე, სანამ შაქარს არ მივაგენი.
როცა დავბრუნდი, ხელებგადაჯვარედინებული იდგა და იღიმოდა.
– თქვენ ანგელოზი ხართ,
– მადლიერებით თქვა მან.
– ხვალ დაგიბრუნებთ, გპირდებით.
და მართლაც, მეორე დღეს დაბრუნდა.
ჭურჭელი სავსე იყო, შიგნით კი სამი ორცხობილა იდო,
საუზმის ქაღალდში გახვეული.
– ცოტა ზედმეტი გამომივიდა,
– ახსნა მან, თუმცა ორივემ ვიცოდით, რომ ეს სიმართლე არ იყო.
ასე დაიწყო ჩვენი პატარა ტრადიცია.
ორ კვირაში ერთხელ მარტა ჩემს კარზე აკაკუნებდა.
– რა სირცხვილია!
– ამბობდა ყოველთვის ღიმილით.
– ცოტა შაქარი ხომ არ გექნებათ? ისევ დამავიწყდა ყიდვა.
თავიდან მჯეროდა.
მაგრამ მეექვსე თუ მეშვიდე შემთხვევის შემდეგ შევნიშნე, რომ ყოველთვის სავსე ჭურჭელს მიბრუნებდა.
ერთ დღეს მაღაზიაშიც კი დავინახე,
მის კალათაში შაქრის დიდი ტომარა იდო.
ამის შესახებ არასდროს მითქვამს. შაქარს ვაძლევდი, მეორე დღეს კი ორცხობილებს ვიღებდი, თანაც დერეფანში ხუთწუთიან საუბარს. მიყვებოდა შვილიშვილზე, თავის ყვავილებზე, ახალგაზრდა წყვილზე, რომლებიც ერთი სართულით ქვემოთ გადმოვიდნენ.
– კარგია, როცა კარგი მეზობლები გყავს,
– თქვა ერთხელ.
– ეს გაძლევს იმის შეგრძნებას, რომ სადღაც საჭირო ხარ, იცით?
გასულ სამშაბათს მარტა არ მოსულა.
არც მომდევნო სამშაბათს.
მესამე კვირას კორპუსის წინ სასწრაფო დახმარების მანქანა დავინახე. მაშველები მის ბინიდან დახრილი თავებით გამოდიოდნენ.
მეორე სართულიდან ქალბატონმა კოვალსკიმ დამიდასტურა:
– მშვიდად წავიდა. ძილში. შვილიშვილი ამბობს, რომ არ უწვალია.
იმ ღამეს ვერ დავიძინე.
მუდამ ველოდი, რომ ვინმე დააკაკუნებდა, რომ მოვისმენდი იმავე ხმას, რომელიც ბოდიშს იხდიდა შეწუხებისთვის.
მეორე დილით ჩემს კარზე თეთრი კონვერტი ეკიდა. მასზე ჩემი სახელი ეწერა, აკანკალებული, მაგრამ საგულდაგულო ხელით.
აკანკალებული ხელებით გავხსენი.
შიგნით მხოლოდ ერთი ფურცელი იყო:
ძვირფასო მეზობელო, მადლობა, რომ მაგრძნობინეთ თავი საჭიროდ.
ჩემი ქმრის გარდაცვალების შემდეგ დღეები ძალიან გაგრძელდა.
შვილები შორს ცხოვრობენ, შვილიშვილს თავისი ცხოვრება აქვს.
შევწყვიტე საჭმლის კეთება, რადგან...
რისთვის მომებზადებინა?
სახლიდან გასვლაც შევწყვიტე, რადგან...
სად უნდა წავსულიყავი?
შემდეგ კი თქვენ გამოჩნდით.
და აღმოვაჩინე, რომ თუ მაქვს მიზეზი, რომ ორცხობილა გამოვაცხო, თუ მაქვს საბაბი, რომ ვინმეს კარზე დავაკაკუნო, მაშინ დღეს ისევ აქვს აზრი. გთხოვთ, მაპატიოთ ეს პატარა ხრიკი შაქარზე. იმედი მაქვს, არ გეწყინათ. უბრალოდ მინდოდა მეგრძნო, რომ ვინმეს ვჭირდებოდი
– თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ ცოტა შაქარი მესესხა.
მადლობა ღიმილისთვის, მოთმინებისთვის
და იმ ხუთი წუთი საუბრისთვის,
რამაც მარტოობა ოდნავ შეამსუბუქა.
გულითადი მოკითხვით, მარტა.
წერილი დავკეცე და ჯიბეში ჩავიდე.
შემდეგ კუთხის პატარა მაღაზიაში წავედი შაქრის საყიდლად. დიდი შეკვრა ვიყიდე.
უკან დაბრუნებისას ქალბატონი კოვალსკის კართან დავაკაკუნე.
გაოცებულმა გამიღო.
– გამარჯობა,
– ვუთხარი მე
– ცოტა შაქარი ხომ არ გექნებათ შემთხვევით?
ახლახანს გამითავდა.
თვალები დაახამხამა, ოდნავ დაბნეულმა.
შემდეგ რაღაც დაინახა ჩემს მზერაში
და ნელა გაიღიმა.
– რა დამთხვევაა!
– მიპასუხა მან.
- მეც ახლა ვაპირებდი თქვენთვის მეკითხა. მაგრამ გთხოვთ, შემობრძანდით, ყავას გავაკეთებ.
შევედი.
და ხუთი წლის განმავლობაში პირველად
ნამდვილად მივხვდი, რას გულისხმობდა მარტა.
ზოგჯერ ადამიანებს შაქარი არ აკლიათ.
მათ მხოლოდ იმის განცდა აკლიათ, რომ ვიღაცას სჭირდებიან.
~ ავტორი უცნობია
თარგმანი: ი.ვაწაძე
4 комментария
10 классов
ეს დოლჩე გაბანა მამაოყოფილი პეტკა, ამერიკიდანაც გამოქცეულა ,რავა არ იქნა ამის საშველი ,აქ იყო და ანაფორაში ხან ,,ლევისებს,, ირტყამდა და ხან სხვა რამეს ,ხან პატრიარქი ლანძღა და ხან ტელეწამყვანობა შეითავსა ,მერე ოპოზიციაში გადახტა და რუსთაველზე იჯლიგინა ,ბოლოს ამერიკაში გატკუცა და ახლა არც იქინე მიუღიათ:))))))))პეტრე კვარაცხელია: "რატომ დავბრუნდი ამერიკიდან საქართველოში? ამერიკა არის არა თავისუფლების, არამედ მონობის სიმბოლო! ეს არის ჯოჯოხეთი! ამერიკამ თავისუფლება წამართვა და ჩემი პატივის აყრა გადაწყვიტა, ამას გამოვექეცი
7 комментариев
5 классов
04:22
загрузка
Показать ещёДополнительная колонка
О группе
ვინც ოდესმე ძლიერი სახელმწიფო შექმნა ჩვენში, ჯერ ქართველების ამბიცია და ბედოვლათობა დაამარცხა, ხოლო შემდეგ მტერი...
Показать еще
Скрыть информацию
Фото из альбомов
Правая колонка