Свернуть поиск
Правая колонка
Like and com please❤💞
#Emma
-------------
ბნელა ძალიან ბნელა, შიშის გრძნობა მეუფლება. სად ვარ არ ვიცი, ასე მგონია სიცივისაგან სადაცაა ვენებში სისხლი გამეყინება, ვყვირივარ ჩემი არავის ესმის. უკუნეთ სიბნელეში გავრბივარ და უცებ სადღაც დიდ დერეფანში აღმოვჩნდი დერეფნის დაყოლებაზე სულ კარებებია, ყველა კართან კი სასანთლებია და ცეცხლი წითლად ლივლივებს. სიძველისაგან საღებავ გადასული კედლები მუქ ლურჯად და შავად მოჩანს. ჰაერში ჩემთვის უცხო მოტკბო სურნელი ტრიალებს. ყველა კარი დაკეტილია, მხოლოდ დერეფნის ბოლოშო ერთი კარები დამხვდა ღია სადაცა უნდა გავაღო მაგრამ ისევ ყველაფერი ტრიალებს და ბნელში ვიძირები, მეღვიძება.
უკვე თვეზე მეტია ერთი და იგივე სიზმარი მესიზმრება გაღვიძებული საშინელ მდგომარეობაში ვარ ხოლმე გული ისე მაქვს აჩქარებული სადაცაა საგულედან ამომვარდება სულ ოფლში ვცურავ, კიდევ ერთი კოშმარული ღამე გამოვიარე. საათს დავხედე 7:30 მშვენიერია მაშ უნივერსიტეტში წასვლამდე საათნახევარი დრო მაქვს სასწაფოდ ავდექი მუცელი შიმშილისაგან უკვე მერამდენე აკორდს იღებს, შხაპს ვიღებ და დაბლა ჩავდივარ დედა როგორც ყოველთვის ჩემზე ადრე ამდგარა, სამზარეულოში ბლინების და ტკბილი ნეკერჩხლის სიროფის სურნელი ტრიალებს.
- დილა მშვიდობისა ფრეა!
- დილა მშვიდობისა დედა.
-საუზმე უკვე მზადაა მალე ჭამე და გავდივართ არ მინდა პირველივე დღეს დაგაგვიანდეს.
-კარგი დედა.
შარშან როდესაც გამოცდები ჩავაბარე და უნივერსიტეტში ჩავირიცხე დედამ ამასთან დაკავშირებით დიდი წვეულება მოაწყო ,მართალია ის ჩემზე ბევრად დიდია, მაგრამ ჩემ თანატოლებთან ყოველთვის საერთო ენას პოულობს ეგ კი არა და წვეულების ბოლოს კარაოკეშიც კი იმღერა, ისე შემრცხვა მერჩივნა მაშინვე მიწას ჩავეყლაპე ყველა მე დამცინოდა (აბა რა იქნებოდა 40 წლის მისის ჯონსი მიკროფონით ხელში როგორ გაჰყვირის „Evanescence - Bring Me To Life“ ) ნაჩქარევად ვისაუზმე დედა უკვე მანქანაში მიცდიდა სანამ გარეთ გავიდოდი სარკეშიც მოვასწარი ჩახედვა საოცარია ჩემი თავი თითქმის ვეღარ ვიცანი საერთოდ სარკეში ჩახედვის ბავშობიდან მეშინოდა თუ რაიმე მნიშვნელოვან წვეულებაზე არ მივდიოდი ან დღესასწაულზე სარკეს არც ვიყენებდი მოსაწესრიგებლად.სარკის კუთხიდან მომღიმარი ჩემი სილუეტი მიყურებდა მხრებზე წითელი გრძელი კულულები ამომყროდა ზღვისფერი ლურჯი თვალები კი საოცრად მიბრწყინავდა. ამ სანახაობით ვტკებოდი როდესაც მანქანის ხმამაღალმა სიგნალმა გამომაფხიზლა დედაა!!! საჩქაროთ გარეთ გავედი სექტემბრის მცხუნვარე მზე ანათებდა ჰაერში მტვრის სუნი ტრიალებდა, მანქანაში ჩაჯდომისთანავე დედამ დიდი წითელი საქაღალდე მომაწოდა ეს შენი საბუთებია რომელიც ბოლო წუთს მოითხოვეს მამაშენის თანხმობის თაობაზე, მაგრამ როგორც ყოველთვის ახლაც ვერ დავუკავშირდი მას, ამიტომ მომიწია საბუთების ჩემებურად გაფორმება...
ოთხი წლის ვიყავი როცა მამამ მიგვატოვა ბუნდოვნად მახსოვს როგორი იყო, მაგრამ არასდოს დამავიწყდება ის რთული მომენტები რაც დედას მოუწია გადაეტანა. საშინელი დეპრესია და სამყაროსგან მოწყვეტილი კაი ხანი ვერ მოდიოდა გონს მას ხომ სიცოცხლეზე მეტად უყვარდა მამა.
ერთ დღესაც როგორღაც თავი ხელში აიყვანა და რაც კი რამე სურათი ჰქონდა შენახული ყველაფერი დაწვა ამ დღის შემდეგ კი აღარასდროს ყოფილა დეპრესიაში მუდმივად ახალ ახალ გატაცებებს პოულობდა რომ მასზე გადაეტანა ყურადღება ხის სუვენირების დამზადებიდან დაწყებული სანთლიებით დამთავრებული.ჩემი უნივერსიტეტის გამო მოგვიხდა საცხოვრებლის შეცვლა თანაც ეკონომიურად ბოლო დროს გაგვიჭირდა ამიტომ ნიუ-ორკიდან ახალ ორლეანში გადმოვედით. აქაურობა ძალიან უცნაური კი არის, მაგრამ როგორც იტყვიან ხოლმე თავს ზემოთ ძალა არაა... დედამ ახალი სამსახური იშოვა ქალაქის დიდ სუპერმარკეტში მთავარ ბუღალტრად და როგორც იქნა დავლაგდით.უნივერსიტეტის შენობასთან ჩამომსვა წასვლისას კი მომაძახა საღამომდე ძვირფასო იმედია აქ მაინც შეიძენ ვინმე მეგობარს. ძალაუნებურად გავუღიმე და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიე. თითქოს ასე ადვილი იყოს მეგობრების შეძენა. სადაც ვცხოვრობდი იმ გარე უბანში ორი მეგობარი მყავდა და ძმა უიტსონები მაგრამ მათაც საცხოვრებელი შეიცვალეს და მას მერე დავრჩი მარტო. რაც დრო გადიოდა მეტად მიჭირდა ხალხთან ურთიერთობა ყოველთვის როცა კი ვინმესთან დავაპირე დამეგობრება ჩემი შინაგანი „მე“ მიკრძალავდა ამას, არ ვიცი ეს (თვით გადარჩენის გრძნობა იყო რომ სამომავლოდ კიდე არ დამეკარგა საუკეთესო მეგობრები თუ რა იყო), მაგრამ ყოველთვის შინაგანი „მე“ იმარჯვებდა!!!
ეზოში უამრავი სტუდენტი ირეოდა,ზოგის თვალებში ეშმაკობა იკითხებოდა ზოგისაში კი შიში ჩამდგარიყო ალბათ განიცდიდნენ როგორ ჩაივლიდა პირველი დღე, სანერვიულოა აბა რა არის როცა ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში ხვდები იმ ხუთი უნივერსიტეტიდან რომელიც მესამე ადგილზეა თავისი სწავლებით და დისციპლინით. ასვეტილი შენობა დიდი შავი კედლები და უზარმაზარი ქვის ქანდაკებები.პირველ კურსელები გამოგვიძახეს საკონფერენციო დიდ დარბაზში მეც გზააბნეული გავყევი პირველ კურსელებს დარბაზამდე. დარბაზში რომ შევედი გაოცებისგან პირი ღია დამრჩა უზარმაზარი დარბაზი იყო დიდი თეთრი სკამებითა და ტექნიკით მოწყობილი. ამ ფიქრებში ვიყავი როდესაც მიკროფონში წკრიალა ხმა გაისმა:
- მოგესალმებით მე ამ უნივერსიტეტის დირექტორი მისის კლერი ვარ გილოცავთ ყველა პირველ კურსელს გამოცდების წარმატებით ჩაბარებას...
ასევე წკრიალა ხმით გაგრძელა სხვა საკითხების განხილვაც, მაგრამ მე აღარ მომისმენია ერთი სული მქონდა სახში მივსულიყავი და ეს დამქანცველი დღეც რაც წინ მელოდა უკვე გადაგორებული მქონოდა. დირექტორამა თავისი გამოსვლის მერე საკლასო ოთახების დათვალიერება დაგვაწყებინა. მე ფსიქოლოგიაზე უნდა მესწავლა. მთელი უნივერსიტეტი მოიცავდა ანტიკურ ნივთებს, მსგავსებს როგორციააა საუკუნეების წინ ნაპოვნი შუბები ან და უზარმაზარი ოქროს და ბრინჯაოს ქანდაკებები. რა თქმა უნდა თითოეული სათანანადო დაცვის ქვეშ იმყოფებოდა ყველას გარშემო წითელი მრგვალი სიგნალიზაციის რგოლი იყო შემორტყმული.ყველა იმ ნივთებს შორის რომელიც მე ვნახე ყველაზე მეტად ერთმა მიიქცია ყურადღება... მანეკენის ყელზე ჩამოკიდებული დიდი ცეპი რომელზეც ლურჯი ბუს გამოსახულებიანი მედალიონი იყო მასში ლურჯი და მწვანე ქვის თვლებით მონაცვლებული ნატიფად დამუშავებული ნამუშევარი, მასში იყო რაღაც მომაჯადოვებელი რაც მისკენ მიზიდავდა და მინდოდა შევხებოდი.არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი ასე მონუსხული მაგრამ ფიქრებიდან ისევ იმ წკრიალა ხმამ გამომიყვანა რომელიც დარბაზში შესვლისას გავიგონე მივიხედე და ჩემს უკან დირექტორი იდგა.
-მშვენიერია არა?
მეკითხება ის.
-კი ნამდვილად ეს რა მედალიონია?
- ეს მეთვრამეტე საუკუნის ქოვენის მედალიონია ლეგენდის თანახმად ქოვენის თითოეულ მათგანს მსგავსი მედალიონი ჰქონდა. მაშინ ჯერ კიდევ როცა ჯადოქრებს ცეცხლზე წვავდნენ ან ახრჩობდნენ ამავე დროს გავრცელდა შავი ჭირი და მისნაირი უბედური დაავადებები ხალხმა რა თქმა უნდა ამ ყველაფრის გამომწვევ მიზეზად ჯადოქრები დაადანაშაულა მათ შავ მაგიაში და მსხვერპლ შეწირვებში ადანაშაულებდნენ. სინამდვილეში კი ჯადოქრები სამყაროში არსებულ ბნელ ძალებს დემონებს და მისნაირ ზებუნებრივ არსებებს ებრძოდნენ რომლებიც ადამიანის შიშით სისხლით და ლეშით იკვებებოდნენ. ერთ საღამოს როცა ქოვენი სრული შემადგენლობით შეიკრიბა შტაბ ბინაში რათა ბოლო მოეღოთ ამ ბნელი არსებებისთვის სწორედ მაშინ ხალხი აჯანყდა ჩირაღდნებით ხელში მიადგნენ მათ შტაბ ბინას და ცეცხლი წაუკიდეს ჯადოქრების კანონის თანახმად კი ჯადოქრებს ეკრძალებათ ადამიანზე ძალის გამოყენება თუ ეს მათ განსაკურნად არაა მიზან მიმართული ამიტომაც ჩვიდმეტმა ჯადოქარმა თავისი მედალიონები გააერთიანეს და ყველას ძალა ამ ერთ მედალიონში მოათავსეს რადგან დადგებოდა დრო როდესაც სამყაროს ისევ თავს დაესხმებოდა ეს ბნელი ძალები და გამოჩდებოდა ერთი გოგო რომელიც ამ მედალიონის მფლობელი და იმ უზარმაზარი ძალის მფლობელი გახდებოდა ,რომელიც ამ მედალიონშია რათა წინ აღდგომოდა სამყაროს განადგურებას. ჯადოქრის სხეულები კი ცეცხლმა შთანთქა მხოლოდ ეს მედალიონი დარჩა უვნებელი.
ცოტა ხანი დამჭირდა იმ ამბის გასააზრებლად რაც ამ წუთას მოვისმინე ასეთი რამების მიმართ ყოველთვის სკეპტიკურად განწყობილი ვიყავი ხოლმე მითუმეტეს ჯადოქრების? მიხვდა ალბათ დირექტორი რომ არ დავიჯერე მონაყოლი ლეგენდა და ცივი მზერით მალევე გამეცალა და განაგრძო ექსკურსია მძღოლობა. დღე იმაზე დამქანცველი აღმოჩნდა ვიდრე წარმოვიდგენდი სადღაც ოთხი საათისთვის მოვრჩი უნივერისტეტს საღამოს კი წვეულება იმართებოდა მაგრამ რა თქმა უნდა მე არ წავიდოდი. იმის მოლოდინში სანამ დედა მანქანით მომაკითხავდა გარეთ სკამზე ჩამოვჯექი გარშემო სიცოცხლე ჩქეფდა ზოგი ველოსიპედებით კატაობდა ზოგიც როლიკებით ან და სკეიტით ამ სანახაობაში გართული ვიყავი როცა ერთ-ერთი როლიკებიანი ბიჭი დაეჯახა მუქ კანიან გოგოს და ხელიდან წიგნები გააყრევინა იმის მაგივრად რომ დახმარებოდა გარშემო მყოფებმა და მან სიცილი დააყარეს. სასწრაფოდ მივედი მასთან წამოდგომაში დავეხმარე და შეხებისთანავე საშინელმა თავის სტკივილმა იფეთქა როგორც ჩანს არც ის ჩავარდა კარგ მდგომარეობაში და დენ დარტყმულივით უკან გახტა წიგნები სასრაფოიდ აკრიფა და გაურკვეველი მიმართულებით გაქრა. ამასობაში დედამაც მომაკითხა მანქანით და სახში წავედით. სახში მისული ისეთი დაღლილი ვიყავი ჭამის თავიც აღარ მქონდა დავწექი დამაშინვე ღრმა სიზმარში გადავეშვი ისევ ის სიზმარი ვნახე რაც აქამდე ყველაფრი ისევ იგივე ნაირად მოხდა ერთისგან განსხვავებით ამჯერად კარი გავაღე და თეთრად განათებულ ოთახში ჰაერში მოლივლივე ის ბუს გამოსახულებიანი მედალიონი დავინახე ის თავისკენ მიხმობდა ლურჯი და მწვანე ქვები კაშკაშებდნენ მე კი ვუახლოვდებოდი მას და მისი სილამაზე უფრო მეტად მხიბლავდა..

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 6